“ბრძოლის დროა და არა წუწუნის!…მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი!”-ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს, რომ მხოლოდ ხახლზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახლა არა წუწუნის, არამედ ბრძოლის დროა და დღევანდელ აქციას შეუერთდნენ.

“რუსული გეგმა საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ – ბოლომდეა ამოქმედებული!

მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული ევროპული მომავალი!

გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან! ბრძოლის დროა და არა წუწუნის! ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!”, – წერს ნიკა მელია.

ოპოზიცია დღეს, 15 ნოემბერს მეტრო “ავლაბართან” 14:00 საათზე შეიკრიბება და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავს. მოძრაობა ჩაკეტილი ზუსტად 2 საათით, 3-დან 5-საათამდე იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share