ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია კორონავირუსის მხარეს დგას და მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყანა გადააყოლონ.
,,მათი უპასუხისმგებლო მიდგომები, ბოლო პერიოდშიც, კარგად გამოჩნდა – ჯერ, აქციების პარალელურად ამბობდნენ, რომ კორონავირუსი „გრიპზე მსუბუქი გაციება“ იყო, ხოლო, როცა აქციებით კოვიდის გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყეს ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყეს. ფაქტია, რომ როცა კორონავირუსთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებული პლატფორმის პარტიები ერთიანდებიან, აქ ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას. ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.