“მე დღემდე ვიცოდი რომ ექიმისათვის არასამუშაო საათები არ არსებობს პაციენტთა მიმართებაში…გული მაქვს გახეთქვაზე”-ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა კონსილიუმის ექიმების ციხეში არშეშვებას ეხმაურება და წერს, რომ სამუშაო საათების მიზეზით, პაციენტთან ექიმის არშეშვება გაუგონარი ფაქტია

“მე დღემდე ვიცოდი რომ ექიმისათვის არასამუშაო საათები არ არსებობს პაციენტთა მიმართებაში.გაოგნებული ვარ, ეს რეები მესმის სრული განუკითხაობაა.გული მაქვს გახეთქვაზე” – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, კონსილიუმის წევრები გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 14 ნოემბერს, 2 საათის განმავლობაში იცდიდნენ, თუმცა პენიტენციურმა დაწესებულებამ ისინი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვა, ოფიციალურ მიზეზად კი არასამუშაო დრო დაასახელა.

მანამდე პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა კონსილიუმის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ თამთა დემურიშვილი იტყუება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share