მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია…ქუთაისში ექიმების ნაწილი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

ქუთაისში ექიმების ნაწილი მთავრობას განცხადებით მიმართავს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

მათი თქმით, მესამე პრეზიდენტი 47-ე დღეა, შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია. ისინი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავლპროფილურ კლინიკაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share