ეკლესიამ უნდა აღიაროს რომ არჩევნები გაყალბდა – თეოლოგები

მეუფე იაკობის ქადაგების შემდეგ, თეოლოგები სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

თეოლოგები ამბობენ, რომ მაშინ, როცა სასულიერო პირები ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეკრებებს ესწრებოდნენ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეკლესია ერეოდა საარჩევნო პროცესში

როდესაც სახელისუფლებო კრიზისია ეს კრიზისი უნდა გადაილახოს პოლიტიკოსების მიერ. აქ ეკლესიას არაფერი არ ესაქმება. მეუფე იაკობი ამბობს, რომ ისინი არ ჩარეულან საარჩევნო პროცესში, მაშინ როცა ვხედავდით რომ ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენისას, ქართულ ოცნება აქტიურად რთავდა ეპისკოპოსებს, ეს უკვე მონაწილეობაა- ამბობს გოჩა ბარნოვი 

თუკი ეკლესიას სურს გაწიოს რაიმე ტიპის მედიაცია, მან უნდა გუსწოროს სიმართლეს თვალი და აღიაროს ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ მოცემულობიდან დაიწყოს მედიაცია მხარეებთან. ეკლესიას აქვს გაუცნობიერებელი ამბიციები, რომელსაც არ ახლავს არავითარი პასუხისმგებლობები და ეს უდიდესი პრობლემაა – ამბობს ვლადიმერ ნარსია.

მეუფე იაკობმა ამბიონიდან მორიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ის გამოეხმაურა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ელჩების შუამავლობით და თქვა, რომ “მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ” 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share