ოპოზიციის აქციის პარალელურად, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდება, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს.

ოპოზიციამ მსვლელობა მეტრო “ავლაბარიდან” დაიწყო. მსვლელობის ფარგლებში, ოპოზიცია პროტესტის ნიშნად, ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა და ვადამდელი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა.

ამასთან, ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ხელისუფლება პირობას არ დააკმაყოფილებს, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share