საპროტესტო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან შეჩერდნენ. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მმართველმა პარტიამ ხალხს პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონი დაახვედრა. სამართალდამცველები შესაბამისი ეკიპირებით “ოცნების” ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე ჩააყენეს.
ქალაქში უკვე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც. რისთვის ემზადება ხელისუფლება უცნობია, თუმცა დილით გავრცელებულ განცხადებაში, შსს-მ დაკავებები დააანონსა.