ქალი რომელსაც საცხოვრებელი არ ჰქონდა, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

საზარელი ტრაგედია თბილისში,  ბელიაშვილის სკვერში –  50 წლამდე სოციალურად დაუცველი ქალი, რომელსაც საცხოვრებელი არ ჰქონდა, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს, იქ , სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი დადის.

გავრცელებული ინფორმაციით უსახლკარო  სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ მის ვინაობას დაადგენენ და გაარკვევდნენ, სად უნდა გადაესვენებინათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share