“თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ვიდრე არ გვექნება…ვერ დალაგდება ქვეყანა!…ხვალ რა იქნება, სწორედ დღეს როგორ ვიქცევით -ამაზეა დამოკიდებული”-ბესელია

თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ვიდრე არ გვექნება, ვიდრე არ ვაღიარებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, იქამდე ვერ დალაგდება ქვეყანა! – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

“თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ვიდრე არ გვექნება, ვიდრე არ ვაღიარებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ა.შ იყოს დაცული სახელმწიფო ინტიტუტების მხრიდან – ვერ დალაგდება ქვეყანა!

ვივლით ამ მოჯადოებულ მძიმე , დამანგრეველ წრეზე!

არავინ სხვა არაა დამნაშავე, საკუთარი თავიდან იწყება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან იწყება ჩვენი წილი საქმე.

უმოქმედობა, გულგრილობა – უკვე თანამონაწილეობაა როცა ხედავ რაღაც ცუდი ხდება .
დღეს და ამჟამად გვაქვს რაღაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ხვალ რა იქნება, სწორედ დღეს როგორ ვიქცევით -ამაზეა დამოკიდებული…” – წერს ეკა ბესელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share