საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობას განაგრძობს,დღევანდელ აქციას წერილით ეხმაურება და მხარდამჭერებს მადლობას უხდის”
“ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო
დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.
საამი დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების- განსაკუთრებით – “საქართველო,საქართველო” გამოგონე, ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.
დღეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.
დიდება თავისუფლებას.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.