“ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები ქუჩაში სიცივისგან იყინებიან…
სადაც ყველა ღმერთს ახსენებს, მაგრამ უპოვარ ადამიანებს გაურბიან…
სადაც ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ერთმანეთს არ ვინდობთ.
სადაც ვიღაცის აგრესიას უარესი სიძულვილით და ძალადობით ვებრძვით.
სადაც ღმერთი ,,გვიყვარს”
და დანარჩენი გვძულს…
სადაც უმეტესობა საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის.
სადაც ბაგეებით ლოცულობენ, გულში იწყევლებიან.
სადაც ტაძრებს ვითომ აშენებენ და ერთმანეთს ანგრევენ…
სადაც ბევრი სიყალბე და უსამართლობაა…
ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი მილიონერია, მათ გვერდით კი ადამიანები მშივრები კვდებიან!..”
მამა პეტრე