”ასეთი ეთიკური და ზომიერი შინაარსის ტექსტი დიდი ხანია არავისგან მომისმენია საქართველოში, რაც ედუარდ სააკაშვილისგან მოვისმინე.
ის შვილია, სიძულვილის, მიკერძოებულობის და ცალმხრივობის მორალური უფლებაც კი აქვს, მაგრამ გამოვიდა ისე ფრთხილად, ისე შეუდავებლად, ისე გონივრულად. არავინ არაფერში დაადანაშაულა, არაფერი ზედმეტი არ მოითხოვა, მხოლოდ ის, რაც უფლებრივად და ობიექტურად ეკუთვნის პატიმარ მამას.
ყოჩაღ.” – წერს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ედუარდ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ.