საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხვალ, 16 ნოემბერს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16 ნოემბერს მიხელ სააკაშვილის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, ამჯერად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება არც ხვალ მისცემს მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლებას, რადგან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება 20 ოქტომბერს გამოიტანა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ საქმეზე აქამდე არ გამართულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share