მეუფე იაკობის მიერ დღეს ამბიონიდან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლის შემსრულებლის სურვილს გამოთქვამს, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პასუხობს და ეპოსკოპოსის განცხადებას გრუს ბოლო სცენარს უწოდებს:
“ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქომ მიიღო მორიგი დავალება გეერუდან და კრემლიდან და ცდილობს მორიგი საკენკი დაუყაროს ოპოზიციას. როგორც დაშალა ეროვნული მოძრაობა, ისევ კრემლი ცდილობს რომ საპატრიარქომ, რომელიც არის უკეთურებით, სიყალბით ჩატარებული არადემოკრატიული არჩევნები რამენაირად გაათეთრებინოს და მესამე ვადით ხელი შეუწყოს რუსული ოცნების დარჩენას საქართველოში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის რიგებში იყვნენ ჩანერგილი ადამიანები რომლებსაც უნდათ პატრიარქის და საპატრიარქოს მხარდაჭერა მოიპოვონ და ამით მოახერხონ შესვლა პარლამენტში და მერე გაამართლონ თავიანთი მოღალატეობრივი საქციელი. შემირცხვენია ნებისმიერი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი რომელიც ამ ანკესს წამოეგება”-აცხადებს პეტრე ცაავა.