ხედავ მიშა თურმე რას ითხოვდა ხალხი?
ყველა უნდა დაგეჭირა და ატ ზვანკა დო ზვანკან მჯდარიყვნენ, არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ მჯდარა ბოლომდე, მოლაშვილიც, როგორც კი პატრიარქმა გთხოვა გამოუშვი!
აი თურმე რა ყოფილა ერის სურვილი?
მირცხულავა იმ სიბნელისთვის და იმ შეჭმული მილიონებისთვის თურმე მართლა წლობით უნდა მჯდარიყო, ბიძინა, რუსებთან თანამშრომლობისთვის უნდა დაგეჭირა, მიგეყოლებინა ჩხარტიშვილები და ხაინდრავები და მერე რა რო მე არ ვიქნებოდი კმაყოფილი, სამაგიეროდ ის ვინც დღეს ქოცია, იქნებიდა ბედნიერი!
ყველა ბრიფინგი მათი დანაშაულებებით უნდა დაგეწყო და დაგემთავრებინა, ყველა არჩევნებზე მათი ბინძური სახეები შეგეხსენებინა, მათი ბინძური საქმეები!
შევარდნაძე გამომრჩა სიიდან, რახან ვერც დაუშვი რომ უნდა დაგეჭირა!
თურმე ეგეც უნდა გექნა, მერე მისი და მისი დამქაშების აღიარება უნდა ჩაგეწერა, 9აპრილიდან მოყოლებული რეები ჩაიდინეს!
პენსია გაგეზარდა ოდნავ , სუუულ ოდნავ, რომ სათქმელი გქონოდა, სუულ ცოტათი ამოგევსო იამკები, ქალაქების აშენება უნდა დაგეკიდებინა!
ჯარის დაფინანსებაც ცოტათი უნდა გაგეზარდა, ხელფასები მხოლოდ მაღალჩინოსნებისათვის მოგემატებინა, მუსიკოსებისთვის და მსახიობებისღვის პენსია დაგენიშნა და ეგაა!
ყველა იქნებოდა ბედნიერი და თუ ვინმე რამეს იტყოდა, ჩართავდი ციხიდან მათი გამაუბედურებლების შიშველ კადრებს და იტყოდი, აბა ესენი გინდათ?
ეს უნდოდა ერს!
ამით გაიხარებდნენ!
ამათ სძულთ დამარცხებულები, მიუხედავად იმისა ვინ არის ის, ეთაყვანებიან გამარჯვებულს, მხოლოდ!
ესენი მონები არიან! –ასე ეხმაურება დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გია ჭანტურია.