ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას პირდაპირ მესამე პრეზიდენტი და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები არ ახსენა, თუმცა “შინაგან შეპყრობილობაზე” გააკეთა მინიშნება.
მისი თქმით, საზოგადოების გულები ურთიერთ სიძულვილს, აუტანლობასა და შურისძიების წყურვილს აქვს დაპყრობილი.
“ღმერთი სიყვარული არს, ეს არის ის საოცარი რამ, რომელიც სასწაულებს ახდნს და სწორედ იმ დიდი სასწუალის შედეგად რასაც სიყვარული ჰქვია, ადამიანები ახერხებდნენ დაეძლიათ ის სისასტიკე, მძულვარება, რომელიც მოძალადის მიმართ გიჩნდება ადამიანს.
უნდა ვაღიართო, რომ დღეს ფაქტირუად ჩვენი გულები დაპყორბილი აქვს ურთიერთ სიძულვილს, მიუღებლობას და აუტანლობას, შურისძიების წყურვილს, რა ჰქვია ამას, ამას ჰქვია შეპყრობილობა? მე შემიძლია ასეთი შეფასება მივცე, რომ ქრისტე უარყოფილი გყვავს, განდევნილი გვყავს. მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს.
როგორც კი ადამიანი ბოროტებასთან ბრძოლას იწყებს, ძალიან ხშირად, მას ემსგავსება, რასაც უპირისპირდები და ომს უცხადებ, მას ემსგავსები. ბოროტი სული ყველასთვის განსაცდელია, ჩინიანისთვის და უჩინოსთვის, მაგრამ ეს შინაგანი შეპყრობილობა ბევრად უფრო საშიში ხდება, არა მარტო ამ ადამიანისთვის, მთელი საზოგადოებებისთვისაც კი, თუ ამ ადამიანის უფლებამოსილება ვრცელდება დიდ მასებზე”, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საღი აზროვნების და განსჯის უნარს კარგავს, ადამიანურ სახესაც კარგავს.