უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ გულზე მომეშვა, როდესაც მისგან წერილი მივიღე – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, საკუთარი ქვეყნისა და მისი დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება.
“მე უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე. შვება მომგვარა მისმა წერილმა. მიუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა, ის ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”,- წერს ანა ფოტიგა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლება არ მისცა, შესაბამისად ევროპელმა პოლიტიკოსმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდა და პირადად ვერ ნახა ის მძიმე ვითარება, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია.