სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუღებელია, რომ საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსული უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს.
“რაც შეეხება ქალბატონ დენისოვასთვის უარის თქმას, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, ჩემთვის მოულოდნელია და მიუღებელია, რა თქმა უნდა ის, რომ მას უარი ეთქვა, საკუთარი მოქალაქის მოსანახულებლად ჩამოსულ სახალხო დამცველს ციხეში შესვლაზე”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.