თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მის გუნდს აქვს მიდგომა – რასაც ეუბნებიან მოსახლეობას იმას აკეთებენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალშიც მსგავსი პრინციპით მუშაობას გააგრძელებენ.
“ზოგადად, მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს ზუსტად ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება – რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, იმას ვაკეთებთ. არის ისეთი რაღაცეები, სადაც შეიძლება დღეს არ შეგვეძლოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ამის თქმის არ გვერიდება და ეს არის სწორი დამოკიდებულება, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის რასაც აკეთებ. რასაც ჰპირდები და ასრულებ დანაპირებს, მაგრამ ასევე ისიც უნდა უთხრა, კონკრეტულ რაღაცას რატომ ვერ აკეთებ და რა არის ამის მიზეზი და როდის გააკეთებ. ეს კომინუკაცია მნიშვნელოვანია”, – თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება.