”ჩემი აღქმით , სიტუაცია არის ძალიან რთული, კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. მე ვერავის ვერაფერს ვერ მოვთხოვ… მოვუწოდებ, ვთხოვ, მოქალაქეებსაც და მთავრობასაც, მუხლმოდრეკილი გთხოვთ, გაიზიაროთ ადამიანის ტიკივილი, ადამიანის მძიმე სიტუაცია, ეს ეხლება მიხეილ სააკაშვილს და ელენეს რომელიც მიბმულია ამაზე, როგორც ვხედავთ მისი გაუტეხელობის მიხედვით შეიძლება საშინელებით დამთავრდეს, მერე როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება არ ვიცი, იქნება დაპირისპირება, იქნება ძალიან დიდი პრობლემები ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგეს ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ყველას ტკივილი მესმის, ვიცი ბევრი გადაცდომები იყო მაგრამ ახლა სიმართლეს გავუსწოროთ თვალი.”
ამის შესახებ მსახიობმა ნინო კასრაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს.