”ეს კადრები პალაჩმა გამოუქვეყნა პუტინს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მტერი არის მიხეილ სააკაშვილი, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი მტერი ვინ არის – პუტინი ხოო? მეტი მტერი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინის, ასეთი კადრები რომ ნახოთ, აი ასეთ დამამცირებელი კადრები, როგორი აღქმა გენებათ? ადამიანმა რომელმაც გაგიჟლიტა შენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს ქვეყანა დაშალა, მიიტაცა. ივანიშვილმა მე რომ მკთხოთ ყველაზე კარგად იცის ფულის თვლა, ბუღალტერივით და ასევე არაჩვეულებრივად იცნობს ქართველებს. მან კაგად იცოდა რომ ეს კადრები ქართველებზე დადებითად ვერ იმუშავებდა, როგორი ანტაგონიზმიც არ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ხელისუფლება აქვეყნებს იმას რაც მისთვის სასარგებლოა… ამ კადრებმა რა შედეგი გამოიღო, სადაც ერთი ადამიანი ამდენ სვავში იბრძოდა თავის და ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს იყო პალაჩის მიერ შესრულებული დავალება, რომელმაც არაჩვეულებრივად მოახერხა თავის ბოსისთვის ეჩვნებინა ის, რაც ყველაზე მეტად სწყუროდა…”
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ tv პირველის ეთერში განაცხადა.