“7 ნოემბრის შემდეგ ივანიშვილი ძალიან გახარებული იყო და უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა პატარკაციშვილს”

”შემსწრე ვარ, 7 ნოემბრის მერე ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა თუ არ ვცდები ვანო მერაბიშვილს, ძალიან გახარებული იყო რაც მოხდა იმით და უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ბადრი პატარკაციშვილს. თქვენ გგონიათ ამ ადამიანს რამე ადარდებს? არაფერი არ ადარდებს.” –  განაცხადა გიგი უგულავამ ტვ “პირველთან”.

მისი თქმით, ივანიშვილს მაშინ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, ჩაეგდო ხელში ხელისუფლება, რაც მისივე თქმით პუტინის დავალებით მოახერხა კიდეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share