“მინდა, ამ პიჯაკმა გააგრძელოს ცხოვრება. ბატონო პრეზიდენტო, მე დავიწყე და ახლა ეს შენი გასაგრძელებელია”-პაატა ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მოირგო

“მინდა, რომ ამ პიჯაკმა გააგრძელოს ცხოვრება. ბატონო პრეზიდენტო, მე დავიწყე და ახლა ეს შენი გასაგრძელებელია” – პაატა ბურჭულაძე, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

“მთავარი არხის” ეთერში მან მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ის პიჯაკი მოირგო, რომელსაც მესამე პრეზიდენტს სასამართლოში ედავებიან.

”მინდა, რომ ამ პიჯაკმა გააგრძელოს ცხოვრება. ბატონო პრეზიდენტო, მე დავიწყე და ახლა ეს შენი გასაგრძელებელია. შენ უნდა მოიარო მსოფლიო ამ პიჯაკებით და ისევ გააცნო საქართველო მსოფლიოს, როგორც კარგი და წარმატებული ქვეყანა, ”- მიმართავს ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share