მელია: პარასკევს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება

“პარტია ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამგირჩი-მეტი თავისუფლებამ და დროამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს პარასკევს, 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებულ გეორგაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია – გელოდებით მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო ვაგზლის მოედანთან, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია ლელო და არა მხოლოდ, მე-3 ლოკაცია იგივე საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტია, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში. მსვლელობას სათავეში ჩაუდგება გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა”.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share