ჟურნალისტი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად, პოლიტიკიდან არ წასულა და საქართველოში მოვლენები მისი გეგმის მიხედვით ვითარდება.
“ივანიშვილი წავიდა, იმიტომ, რომ ვითომ მე რა შუაში ვარო. გეგმა დატოვებული აქვს და აღასრულებენ მისი მსახურები, იცის ეგ. ხელს რა შეუშლით? არავინ და არაფერი… და როცა ეს ტრაგიკული მომენტი დადგება, მერე იტყვის მე მანდ საერთოდ არ ვიყავი, მაგათ მოკითხეთო.
დაელოდეთ, უყურეთ შორიდან რა მოხდება, თქვენ არავის გეხებათ არავის სიკვდილი, არც ამ ქვეყნის ბედის უკუღმა დატრიალება და არც არაფერი. გადაბრუნდით ლოგინში, დაისვენეთ, ან აქ გააგრძელეთ კაკუნი!”, – წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში.