წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს არათუ ხელი მიუწვდება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე, არამედ ციხის საავადმყოფოში იმყოფება პალატაში, რომელიც არაფრით განსხვავდება ციხის საკნისგან.
“მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი სიმპტომი (ღებინება ყავისფერი მასებით, ახასიათებს გასტროდუოდენურ სისხლდენებს), რომელიც სრულიად უყურადღებოდ დარჩა. ამ დროს სავალდებულო ინსტრუმენტული გამოკვლევა — ეზოფაგო-გასტროდუოდენოსკოპია პაციენტს არ ჩატარებია და შესაბამისად, არც დიაგნოზი დაზუსტებულა. გარდა ასეთი გულგრილობისა, ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ქიმთა კონსილიუმის მიერ რეკომენდებულ სტანდარტებს. მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმარეთ, რომ შეწყდეს მოშიმშილე პაციენტის უფლებების დარღვევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა, რომელიც წამების ტოლფასია და მიეცეს საშუალება, მკურნალობა და რეაბილიტაცია გააგღძელოს ქალაქის პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, რათა შეინარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, — ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ექიმები: გოგა ჩახუნაშვილი, მანანა ჯებაშვილი, ნინო ხატიაშვილი, მანანა ქვარცხავა, ვატო სურგულაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.