„მწვანე პასპორტის“ აპლიკაცია ჩაეშვა

ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის კოვიდ სტატუსს განსაზღვრავს, უკვე ჩაეშვა, თუმცა ჯერ შეფერხებით მუშაობს.აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health უკვე ხელმისაწვდომია Iphone-ის მომხმარებლებისთვის App Store-ში, ანდროიდის მომხმარებლებმა კი აპლიკაცია ამ ბმულის მეშვეობით უნდა გადმოწერონ.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, Play Store-სთვის უკვე მიმართული აქვთ და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მომხმარებლები აპლიკაციის გადმოწერას ლინკის გარეშე, პირდაპირ Play Store-დანაც შეძლებენ.

როგორც მომხმარებლები წერენ, აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს როგორც „ეფლის“, ასევე, „ანდროიდის“ მოწყობილობებზე, თუმცა სხვებმა რეგისტრაცია შეძლეს. აღნიშნული აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებს პირველი დეკემბრიდან დასჭირდებათ, როცა გარკვეული ტიპის დაწესებულებებში მწვანე სტატუსის დამადასწტურებელი ცნობის გარეშე ვიზიტი იზღუდება.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი ენიჭება, თუ აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, ბოლო 72 საათში PCR ან 24 საათში სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მწვანე სტატუსით ისარგებლებენ პირებიც, რომლებსაც პანდემიის განამვლობაში კორონავირუსი გადატანილი აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე აპლიკაციაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ვირუსის გადატანის მონაცემია ნაჩვენები.

ამასთან, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში. მათ, ვინც სმარტფონით არ სარგებლობს, შეუძლიათ იუსტიციის სახლს მიმართონ და „მწვანე პასპორტი“ ბეჭდური ფორმით მიიღონ. აღნიშნული დოკუმენტით და აპლიკაციით საქართველოს მოქალაქეები 49 ქვეყანაში მოგზაურობასაც შეძლებენ. დამატებითი ინფორმაციის შესახებ მოგზაურობის შეასხებ გადადით ბმულზე.

netgazeti.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share