საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტზე საუბრობს.
ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი:
“ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა არის დიდი გამოწვევა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ციხეშ მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია. საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება მდგომარეობას და ჩვენგან უმაღლეს სტანდატრებს მოითხოვს,ყველას აინტერესებს როგორ იქნება დაცული მისი ჯანმრთელობა” – აცხადებს ზურაბიშვილი.