პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ იმედი გაუჩინა. ამის შესახებ ის “მთავარ არხს” ესაუბრა.
“მომეჩვენა, რომ [სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე] მკაფიოდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ, როგორც ჩანს. მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ. აშკარად გამიჩინა იმედი იმიტომ, რომ თქვა პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე… ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა…
პრეზიდენტი რამდენიმე დღე არ იყო საქართველოში, შეიძლება გარედან ეს პროცესი სხვანაირად იყო შეფასებული მისგანაც. ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა”, – თქვა ალასანიამ.
ალასანიას ამ კომენტარს წინ უძღვოდა საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი, სადაც მან სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების ვალდებულებებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.