ნევროლოგი თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ამჟამად პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დეწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სოცოცხლე საფრთხეშია.

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ომბუდსმენსა და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრთა შეხვედრის დაწყებამდე თენგიზ წულაძემ თქვა, რომ შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომაროებაა, როგორც წესი, ყველა ადამიანისთვის და მის სამართავად საკმარისი არ არის მხოლოდ კარგად აღჭურვილი კლინიკა. ამისთვის, მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთთან ხანრძლივი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, რაც არ არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში.

ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამე ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცები გამოსწორებულია თითქოს იქ და ჩატარებულია ღონისძიებები, რომ გაუმჯობესდეს იქ მომსახურება. მაგრამ ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ, ეს არ არის ადვილი. ნამდვილად რთულია. ამიტომ გვერთულება ჩვენ და ამიტომ გვინდა ადამიანს, პაციენტს, როგორც ექიმები, სწორად მოვემსახუროთ და შევეცადოთ, რომ მისთვის უკეთეს გარემოში იქნას გადაყვანილი“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კითხვაზე ემუქრება თუ არა საფრთხე ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს, მან უპასუხა „დიახ, პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა შიმშილობა, როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში, სადაც მულტიპროფილური გუნდი სწორად მუშაობს, დროულად და ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს“,- თქვა მან.

17 ნოემბერს გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა, რომ ამ დაწესებულებას, სადაც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მსგავსი პაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share