”დღეს ევროკავშირის რამდენიმე გავლენიანმა დეპუტატმა დღის წესრიგში დააყენა საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა და გასამართლება. ისინი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოქცევის გამო, დარღვეულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი მოთხოვნები და ამიტომ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. ევროპარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტს გააჩნია შესაბამისი მასალა მტკიცებულებების სახით, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაჰუმანურ ქცევებს, რის საფუძველზეც დარღვეულია საყოველთაოდ აღიარებულის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები. დეპუტატების დიდი უმრავლესობა უახლოეს მომავალში მოითხოვს სააკაშვილის პატიმრობიდან დაუყონებლივ განთავისუფლებას, რასაც მოჰყვება უმკაცრესი სანქციები ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
პ.ს. ვეყრდნობი პირად წყაროებს და ინფორმაციის შინაარსზე ვიღებ პასუხისმგებლობას.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი.