”მე, მაგალითად, მრცვხენია, რომ ქართველი ვარ იმიტომ, რომ ისეთი შეურაცხყოფილები ვართ ქართველები, რომ სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო. ვერ გავიგე, რატომ აქვს ეს საზიზღარი თვისება ჩვენს პარლამენტს, რომ ცდილობს, ყველა სულელებად გამოგვიყვანოს და ეს მშიერი ხალხი, ეს უსამართლოდ დასჯილი ხალხი, ეს ცალმხრივი სასამართლო, უმუშევრობა, ინფლაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი სულელია, ქართველს ძალიან უჭირს ახლა და ამან გამოიყვანა გარეთ. იმან გამოიყვანა, რომ არაფრით წასვლა არ უნდათ მაგათ. მე მეცინება, როცა ვუყურებ და ლაპარაკობენ, ჩვენ წელს ვაპირებთ წინსვლის დაწყებას, უნდა ავაშენოთ ეს, უნდა ავაშენოთ ის – 9 წელიწადი ვუყურებდით და უკანსვლის გარდა არაფერი გააკეთეს”-
განაცხადა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ ფორმულას ეთერში.