”მათი ამოცანა არის სააკაშვილის მორალური დამცირება” – ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

”მათი ამოცანა არის სააკაშვილის მორალური დამცირება, ისინი დათანხმდებიან სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩუმად წაასწრებენ ხინკლის ჭამაზე – თუ მორალურად არ დამცირდა სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ მისი მოთხოვნა შეასრულეს, მიაჩნიათ სისუსტის გამოვლინებად.

ქართული ოცნება და მათ შორის მეც, რას ვითხოვდით წლების განმავლობაში? – მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულიყო ჩვენი სასამართლოს მიერ, წარმოდგენილიყო სასამართლოზე, ჩვენ მისთვის ჩაგვეხედა თვალებში, წაგვეყენებინა სამართლებრივი პრეტენზიები და ის გასამართლებულიყო. ასევე მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ პასუხები გაგვცეს ან ბოდიში მოიხადოს ბოლო-ბოლო. თუ აქვს რამე სათქმელი თქვას, ჩვენ ეს გვაინტერესებს – მათ ვინც წლების განმავლობაში ვუპირისპირდებოდით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით.”

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ხელისუფლების მისამართით განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share