“ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოხსნას. იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი ინტერესი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება.
როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არც ვინმეს მოტაცებისა და გატაცების საშუალებას მისცემენ, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები, ჩვენ ვფიქრობთ, რამდენად ღირს ადამინების სიცოცხლეზე. წარმოიდგინეთ თავდასხმა კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ”
ამბობს ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველსა და მიხეილ სააკაშვილზე ტვ იმედის ეთერში. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.