„ნებისმიერი ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს,“ – აცხადებს საქართველოს მეორე პრეზიდენტის, აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძის ვაჟი, პაატა შევარდნაძე.
„ნებისმიერი ადამიანის უფლებას, უპირველეს ყოვლისა, პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს. ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას ერთნაირად ეხება”, – განაცხადა შევარდნაძემ „ტვ პირველთან“.