“სანამ ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმას დავსახავდეთ…ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა ტიპის საზოგადოებასთან გვაქვს საქმე”- რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რომან გოცირიძე, პირად Facebook-ზე წერს, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმის დასახვამდე აუცილებელია, კარგად გავაცნობიეროთ, რა ტიპის საზოგადოებასთან გვაქვს საქმე :

“ამაში სამი ფაქტი დაგვეხმარება:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მაჩვენებლით;

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ანტივაქსერული განწყობილებების მიხედვით;

ქრისტიანულ სამყაროში უპირობო ლიდერი ვართ ეკლესიისადმი (თანაც, ასეთი ეკლესიის) ნდობის რეიტინგში( მნიშვნელოვნად ვუსწრებთ მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ირლანდიასა და პოლონეთს).

ამ სურათს ისე სწრაფად ვერ შეცვლი, როგორც საგადასახადო კოდექსს ან თუნდაც სასამართლო სისტემას. ეს არაერთი ათწლეულის საქმეა.სიბნელეს და უმეცრებას მხოლოდ განათლება და მეცნიერება ამარცხებს,”-რომან გოცირიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share