რას აკეთებთ ხალხო, ერთი წამი არ არის დასაკარგავი, სასწრაფოდ რეანიმაციაში, რომელიღაც საავადმყოფოში, რაც მალე უკეთესი – ამბობს ექიმი ლალი ჯავაშვილი, კონსილიუმის წევრი მიხეილ სააკაშვილის მდგომარებაზე საუბრისას.
“სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით ეს შეიძლება იყოს სინკოპე, ანუ გონების უეცარი კარგვა არტერიული წნევის ვარდნის შედეგად, არ არის გამორიცხული ასევე რომ იყოს ჰიპერტონული კრიზის ფონზე, იშემიური ინსულტი თავის ტვინის და ამის შედეგად გონების დაკარგვა. შორიდან ეს ორი ვარიანტია ყველაზე წარმოსადგენი, მაგრამ პასუხს ველით რეანიმატოლოგებისგან, რომლებიც არიან შიგნით.” ამბობს ლალი ჯავაშვილი “მთავარის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა.