გურიის მოამბე

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

“პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები – არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული – შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights