“თბილად ჩაიცვით!ხვალ გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე”-ოპოზიციამ ხვალისთვის ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოპოზიციის  გეგმები შეიცვალა. ხვალ ქალაქის სამ ლოკაციაზე დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა, თუმცა როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გამართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share