”იცით, რომ მამა ექიმი მყავს, მშობლები და მეგობრებიც არსებობენ ჩემს გარშეო ექიმები. ზუსტად ამიხსნეს რამხელა საფრთხესთან გვაქვს ჩვენ საფრთხე. შეიძლება გადარჩეს ადამიანი, მაგრამ დარჩეს ძალიან მძიმე ხეიბარი. შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ამ მდგომარეობამ, რაშიც უკვე არის და გულის შეტევა. ეს ორი გამოწვევა უკვე ძალიან ხელისგულზე დევს და შეიძლება ყოველწუთს მოხდეს”.
ამის შესახებ ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.