“ძალიან ცუდად არის… კიდევ ერთ ასეთ კოლაფსს ვეღარ გადაიტანს”, – ამის შესახებ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
”ძალიან ცუდად არის, მე მხოლოდ მქონდა რეალურად საშუალება რამდენიმე წუთით მენახა, იმიტომ რომ რეანიმატოლოგის თხოვნით, ძალიან სუსტადაა და მთხოვა, რომ ძალიან ცოტა ხანს ვყოფილიყავი. ვესაუბრე მის ჯანმრთელობაზე, როგორ იყო არის სუსტად ჰქონდა რეალურად კრიზი, კოლაფსი. კიდევ ერთ ასეთ კოლაფსს ვეღარ გადაიტანს დანამდვილებით ვიცი. მისი გადაყვანა აუცილებელი და სასწრაფოა სამედიცინო კლინიკაში, ”- ამბობს ხატია დეკანოიძე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.