ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ. მიშამ დღეს მთელი საქართველო შეაშინა. ხელისუფლებისადმი მაქვს მოთხოვნა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანონ ის მულტიფუნქციურ კლინიკაში, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე – მასზე გადის, დღეს საქართველო გადარჩება თუ არა. გადავარჩენთ მიშას, გადავარჩენთ საქართველოს – არ გადავარჩენთ მიშას და საქართველო დაიღუპება, წავა ძალიან ცუდი გზით.
არც მინდა წარმოვიდგინო, მისი დაღუპვის შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში. დღეს იღუპება საქართველო. შიმშილობა გამოცხადებულია მიშაზე კი არა, საქართველოზე. ამიტომაც ვუერთდები ყველას, ვინც მოშიმშილეა. მიხეილ სააკაშვილით ჩვენ ვკარგავთ იმ 9 წელიწადს, რომელშიც მთავრობამ კი მიგვაჩვია, რომ იყო სისხლიანი, მაგრამ სისხლის გარდა იყო ბევრი დადებითი რამ, იმ 9 წელში ქვეყანა დადგა ფეხზე
ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების დაკარგვის ფაქტთან დაკაშირებით მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბურჭულაძე ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე სამი დღეა შიმშილობს.