გლდანის ციხეში, N8 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შვიდა. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები.
არ არის გამორიცხული, რომ კატასტროფის ბრიგადამ პენიტენციური დაწესებულებიდან მოშიმშილე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
ექიმები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სააკაშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა.