”მე ასე ვხედავ: დღეს ღმერთი ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს ქართველ ერს. სწორედ ახლა გვაქვს ის უძვირფასესი წამი, რომ ვაჩვენოთ უფალს ნამდვილი სინანული, გამოვისყიდოთ წლების წინ ჩადენილი პრეზიდენტის მკვლელობის მძიმე ცოდვა, მოვიპოვოთ ნამდვილი შენდობა და ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან. ახლა გადამწყვეტი მომენტია და უნდა ავირჩიოთ: ჯიუტად გავაგრძელებთ ძმის მკვლელი კაენის გზას თუ შემოვბრუნდებით და კაცთმოყვარებით შევცვლით ჩადენილს. სინანულის ნამდვილი მნიშვნელობაც ხომ შემობრუნება, შეცვლა და განშორებაა ცოდვისგან. წარსული მეორდება ამ წამს: მაშინაც, წლების განმავლობაში ბოროტმა მტერმა მზაკვრული ტყუილებით და ვერაგი ჭორებით დაგვიბნელა გონება, დაგვაჯერა სიცრუე, შეგვაჩვია სიძულვილს და მოგვაკვლევინა სამშობლოსთვის მებრძოლი კაცი. ახლაც იგივეს ჩადენის წინაშე ვდგავართ და ღმერთი გვიყურებს ზეციდან თუ რას ჩავიდენთ ახლა. ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, რადგან სწორედ ის ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ დღეს მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების შემდეგ ათწლეულებსაც და ღმერთის წყალობასაც ჩვენდამი. არ მოკლათ ადამიანი! აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!”
დეკანოზი თამაზ ლომიძე