საკუთარ შეცდომებზე სულელები სწავლობენო და რაის სულელი,ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ, გაცილებით მძიმე რაღაც გვჭირს”

”91 წლის შემოდგომაა და რუსთაველზე დიდი მიტინგია.ზვიადის მხარდამჭერები დგანან. რეგიონებიდან ჩამოვიდა ხალხი. ახლობელი გარდამეცვალა სოლოლაკში. სტუდენტი ვარ. გარეთ ვდგავართ და მახსოვს დიალოგები. ძირითადად ასეთი სახის იყო: ბოსლის სუნი დგას რუსთაველზე, სოფელი ჩამოვიდა, წაბილწელს ალექსანდროვის ბაღი,ვერ გაივლი ფსელის სუნად ყარს… ზვიდის შეფასებებს არ მოვყვები. დეკემბერში ომიც დაიწყო. ზვიადის სიკვდილი რომ გაიგო ერთ- ერთმა : ” შემოვა აწი თეთრი ცხენი
თო” ამბობდა. გავიდა წლები და ამ დიალოგის მონაწილეების სტატუსები წავიკითხე უკვე აქ ფბ- ზე: ზვიადის სიკვდილით დაიწყო ჩვენი უბედურებაო,  როგორ მოკლესო, პირველ პრეზიდენტს რომ ვერ მოვუარეთ ის ხალხი ვართო…,ამ ტრანსფორმაციისთვის რა დროა საჭირო, ხომ ვერ მეტყვით? საკუთარ შეცდომებზე სულელები სწავლობენო და რაის სულელი ,ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ ე.ი გაცილებით მძიმე რაღაც გვჭირს.”- წერს ჟურნლისტი მანანა მანჯგალაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share