გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას აპირებენ – ვითარება ციხესთან

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გადაყვანას აპირებს.

ამ წუთებში გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში იმყოფებიან როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ისე პენიტენციური სამსახურის მანქანები. ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაცაა.

გლდანის ციხის მიმდებარედ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც.

გლდანის ციხეში კი ამ დრომდე რჩება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ასევე იუსტიციის მინისტრი და “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share