COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტების -2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრივი” საქართველოშია

საქართველოში ჩამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეძენილი მედიკამენტების ახალი პარტია – „ტოცილიზუმაბის“ 2000 და „რონაპრივის“ 500 დოზა. აშშ-ის და ევროპის მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული მედიკამენტები Covid-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებს კოვიდ-კლინიკებში გაანაწილებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share