“ქართული ოცნება” სრულიად განძარცვულია ინტელექტუალური რესურსებისაგან. ვინა ჰყავთ სატელევიზიო სივრცეში მათი პოლიტიკის მხარდამჭერ “ექსპერტებად”? ”ჭ” კლასის, ყველასათვის უცნობი ან ოდიოზური ფიგურები (ეკონომისტები, ისტორიკოსები, იურისტები თუ სხვა პროფესიის “ანალიტიკოსები”), რუსეთის სპეცსამსახურებთან აფილირებული რამდენი ცნობადი, მაგრამ არაფრით გამორჩეული ადამიანი, – ამის შესახებ მე-10 მწვევის პარლამენტის დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ისინიც კი არსად ჩანან, ე.წ. “ინტელიგენციის” წარმომადგენლები, რომლებსაც ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან ან ბიუჯეტიდან უხდის ფულს. რცხვენიათ ხელისუფლების ქმედებების გამართლება და იმალებიან. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერთი, ოდნავ ტიტულოვანი ექიმიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ხელისუფლების პოზიციას დაიცავდა.
უკვე ყველა ნიშანი სახეზეა, მათ შორის ზემოთ ნახსენები, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის განვითარების მუხრუჭია და დროა ჩამოსცილდეს მართვის სადავეებს”, – წერს რომან გოცრიძე.