“მივმართავ თეთრხალათიან გმირებს…გამოდით რუსთაველზე…აღარ შეხვიდეთ მანამ, ვიდრე ორი ადამიანის სიცოცხლეს არ გადაარჩენთ”-ნანუკა ჟორჟოლიანი

“გამოდით რუსთაველზე, თქვენთვის, ცალკე, ყველა პოლიტიკური ლიდერის გარეშე და აღარ შეხვიდეთ მანამ, ვიდრე ორი ადამიანის სიცოცხლეს არ გადაარჩენთ” – “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ექიმებს მიმართავს.

“მივმართავ თეთრხალათიან გმირებს. გამოდით რუსთაველზე, თქვენთვის, ცალკე, ყველა პოლიტიკური ლიდერის გარეშე და აღარ შეხვიდეთ მანამ, ვიდრე ორი ადამიანის სიცოცხლეს არ გადაარჩენთ. აჩვენეთ ამ მკვლელებს, რომ მათ სცენარში მონაწილეობას არ იღებთ. მოგმართავთ ყველას, ვისაც თეთრი ხალათი გაცვიათ და წარმოუდგენელ გმირობებს აჩვენებთ უკვე, გამოდით!”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორ ადვოკატებმა აღნიშნეს,  მიხეილ სააკაშვილი “მოწყვეტით დაეცა” და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ოპოზიციური პარტიები დღეს სამი სხვადასხვა ადგილიდან აქცია-მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გეგმები შიცვალა – აქცია 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სამოქმედო გეგმას ლიდერები ადგილზე გააჟღერებენ.

პოლიტიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share