ოზურგეთში “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს-შს-მ გამოძიება დაიწყო

ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასულიერო გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ქურდობის მცდელობის ფაქტი მოხდა. დაზიანებულია აპარატი.

როგორც “გურიის მოამბეისთან”თვითმხილველები ყვებიან, აპარატი ტროსით მოგლიჯეს და მანქანით წაიღეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.

შს-მ გამოძიება 19-179-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში ამბობენ დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share